( ... items )

Sweet Country

სასტუმროს მენეჯერობიდან საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამდე

ელფოსტა ბეჭდვა

ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კერძო სექტორთან შეხვედრას გეგმავს. მაია სიდამონიძე რადიო „კომერსანტისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ კერძო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობის  დამყარება აუცილებელია, მისივე თქმით, კერძო სექტორს საკუთარ ხედვას გააცნობს და არსებულ პრობლემებსაც მოისმენს.

ტურიზმის დეპარტამენტის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ამბობს, რომ წარმატებისათვის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდიც აუცილებელია, სიდამონიძე საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც არსებულ კადრებს გაეცნობა.

მაია სიდამონიძე, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დღეს წარადგინეს, ამ დრომდე ლონდონის ერთ–ერთ სასტუმროში გაყიდვების მენეჯერად მუშაობს.
26 წლის მაია სიდამონიძემ სასტუმროების და რესტორნების მენეჯმენტში ბაკალავრის ხარისხი შვეიცარიაში, მარკეტინგის მაგისტრის ხარისხი კი უელსის უნივერსიტეტში  მიიღო. იგი ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე უკვე აცხადებდა, რომ მთავარი აქცენტი შიდა ტურიზმზე უნდა გაკეთდეს, ხოლო ტურისტების მოზიდვა ძირითადად დსთ-დან უნდა მოხდეს.

ვერა ქობალიას უწყებამ ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი კონკურსის შედეგად შეარჩია. სიდამონიძის წინამორბედმა  ზაალ აბაზაძემ კი თანამდებობა პრეზიდენტის ღია კრიტიკის შემდეგ დატოვა.

Share this