შ.პ.ს. “ტკბილი ქვეყანა” 2005 წლის დეკემბერში დაარსდა. კომპანიამ ფუნქციონირება 2006 წლის მარტიდან დაიწყო. საწარმომ უმოკლეს დროში შეძლო საქართველოს ბაზარზე გამორჩეული ადგილის დამკვიდრება. მისი წარმატება განაპირობა არამარტო მაღალკვალიფიციურმა პერსონალმა, არამედ უახლესმა ტექნოლოგიებმაც, რომლის შემოტანა ქარხანამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან (საფრანგეთი,გერმანია, იტალია) განახორციელა.











